საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და ენთუზიასტების არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც 2024 წელს დაფუძნდა.
ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, აამაღლოს ცნობადობა, გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა რობოტიკის დარგის მიმართულებით.
(GRA) აერთიანებს პროფესიონალებს, მკვლევარებს, ინჟინრებს, პედაგოგებს, რობოტიკით, ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით გატაცებულ ენთუზიასტებს, რომელიც მხარს უჭერს აკადემიურ, კერძო და საჯარო სექტორებს ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში