რობოტების ბრძოლა – Robo Battle
საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით, 2025 წლის 13 ივლისის კვირაში გაიმართება რობოტების ბრძოლა – Robo Battle, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან დისტანციურად მართვადი რობოტები სხვადასხვა წონითი კატეგორიისთვის და მიიღონ მონაწილეობა ერთდღიან შეჯიბრში.
ღონისძიების მიზანია, მთელ საქართველოში გააერთიანოს ინოვატორები, ინჟინრები და ტექნოლოგიებითა და რობოტიკით დაინტერესებული პირები, რომლებიც საკუთარი დიზაინით შექმნიან საბრძოლო რობოტებს და გუნდურად იბრძოლებენ სხვადასხვა კატეგორიაში.
წონითი კატეგორიები
- Beetleweight: 0.5 კგ–დან 1.5 კგ–მდე
- Hobbyweight: 1.5 კგ–დან 5 კგ–მდე
- Featherweight: 5 კგ–დან 15 კგ–მდე
მონაწილეობის პირობები
- დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შექმნან საბრძოლო რობოტები ტექნიკური, მექანიკური და დიზაინის ელემენტებით.
- შესაძლებელია მონაწილეობა გუნდურად, შესაბამისი წონითი კატეგორიისთვის.
- რობოტები შეიძლება დამზადდეს მეტალის, პლასტმასის, რეზინის და სხვა მასალებისგან, მთავარია ჯდებოდეს წონით კატეგორიაში.
- შესაძლებელია დამატებითი იარაღების, დამცავი სისტემების გამოყენება, რაც გაამარტივებს ბრძოლას და რობოტის გადარჩენას.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ 16 წელს ზემოთ პიროვნებას — მათ შორის:
- სტუდენტებს
- მასწავლებლებს
- მოსწავლეებს
- ინოვატორებსა და ანტერპრენერებს
გუნდის შემადგენლობა
- ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა: 2
- მაქსიმალური რაოდენობა: 5
- თუ მონაწილე არასრულწლოვანია, გუნდში აუცილებელია ერთი სრულწლოვანი (18+)
- შესაძლებელია გუნდმა მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ კატეგორიაში
რეგისტრაცია
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 15 მაისი. დაინტერესებულ პირებმა უნდა გაიარონ გუნდური რეგისტრაცია.
ფოტოები