სასკოლო რობოტების შეჯიბრება — დეკემბერი 2023
2023 წლის დეკემბერში ჩატარდა რობოტების სასკოლო შეჯიბრი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის.
შეჯიბრება ჩატარდა სამი მიმართულებით და ორ განსხვავებულ კატეგორიაში — mBot და 4WD Smart Robot Car რობოტებისთვის.
მონაწილეობდა 80 სასკოლო გუნდი და 600-მდე მონაწილე.
შეჯიბრების სამი მიმართულება მოიცავდა:
- სწორ ხაზზე მოძრაობა: რობოტები ეჯიბრებოდნენ პირველობაში სწორ ხაზზე. გამარჯვებული იყო ის, ვისი რობოტიც პირველი ფინიშს მიაღწევდა.
- ზიგზაგზე მოძრაობა: რობოტები გადიოდნენ ზიგზაგის შავ ხაზს, ისე რომ არ გამოეტოვებინათ მონაკვეთი. იგებდა ის, ვინც ყველაზე სწრაფად ასრულებდა ამოცანას.
- ლაბირინთში მოძრაობა: რობოტები უნდა გასულიყვნენ ლაბირინთიდან საწყისი წერტილიდან საბოლოო გასასვლელამდე, მინიმალურ დროში.
ჟიურის გადაწყვეტილებით და სამივე მიმართულების შეჯამებით, გამოვლინდა თითო გამარჯვებული გუნდი mBot და 4WD Smart Robot Car კატეგორიებში:
- 4WD Smart Robot Car: მოსე ხონელის სახელობის ქ. ხონის №1 საჯარო სკოლის გუნდი – “Lighting McQueen”
- mBot: სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის გუნდი – “ლოკოკინა”
ფოტოები