რობოტების ბრძოლა - Robo Battle
საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით 2025 წლის 26 ივლისს, რადიო ქალაქში გაიმართება რობოტების ბრძოლა-Robo Battle, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან დისტანციურად მართვადი რობოტები, სხვადასხვა წონითი კატეგორიისთვის და მიიღონ მონაწილეობა ერთდღიან შეჯიბრში.
რობოტების ბრძოლის მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით გააერთიანოს ინოვატორები, ინჟინრები, ტექნოლოგიებითა და რობოტიკით დაინტერესებული პირები, რომლებიც საკუთარი დიზიანით შექმნიან ბრძოლისთვის მზად რობოტებს და შეერკინებიან გუნდებს სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
რობოტების ბრძოლა გაიმართება 3 განსხვავებულ წონით კატეგორიაში, ესენია:
- 0,5 კილოგრამიდან 1,5 კილოგრამამდე წონითი კატეგორია - "beetleweight"
- 1,5 კილოგრამიდან 5 კილოგრამამდე წონითი კატეგორია - "hobbyweight"
- 5 კილოგრამიდან 15 კილოგრამამდე წონითი კატეგორია - "Featherweight"
მონაწილეები იმუშავებენ საბრძოლო რობოტების შექმნაზე, რომლებიც ტექნიკურ, მექანიკურ და დიზაინის ელემენტებს აერთიანებენ. დაინტერესებული პირები ბრძოლაში ჩართვას შეძლებენ გუნდურად და კონკრეტული კატეგორიისთვის მოუწევთ საკუთარი რესურსებით რობოტის აწყობა, გამართვა, საბოლოო ბრძოლისთვის მომზადება.
საბრძოლო რობოტები შესაძლოა დამზადებული იყოს სხვადსხვა მასალისგან როგორიცაა მეტალი, პლასტმასი, რეზინა და ა.შ მთავარი მიზანია, რომ რობოტი აღჭურვილი იყოს და ჯდებოდეს შესაბის წონით კატეგორიაში, რომელშიც იბრძვის. ამიტომ მონაწილე გუნდებს შეუძლიათ იფიქრონ რობოტი აღჭურვონ სხვადასხვა დამატებითი იარაღით, დამცავი სისტემებით, რაც გაამარტივებს ბროძილსა და გადარჩენის პროცესს.
რობოტების ბრძოლაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ 16 წელს ზემოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ნებისმიერს ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და სწრაფვა შექმნას საკუთარი ინოვაციური რობოტი და მონაწილეობა მიიღოს ბრძოლაში.
ღონისძიება გაიმართება 13 ივლისს, ერთი სრული დღის განმავლობაში, შესაბამისად მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული იქნება.
ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად პირველ ეტაპზე საჭიროა დაინტერესებული პირებმა რეგისტრაცია გაიარონ გუნდურად, არაუგვიანეს 15 მაისისა.