ჩაერთეთ

შემოუერთდით GRA-ის და გახდი რობოტიკის საზოგადოების წევრი

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია აერთიანებს ინდივიდუალურ წევრებს, მოხალისეებს, კომპანიებს, სტარტაპებს, უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ერთად ავითარებენ ტექნოლოგიურ გარემოს საქართველოში.

სრული წევრობა

გაწევრიანდით, როგორც ძირითადი წევრი

სრული წევრი შეიძლება იყოს რობოტიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიების, პროგრამირების, STEM ან მომიჯნავე სფეროს პროფესიონალი, მკვლევარი, მენტორი ან ინოვატორი, რომელსაც სურს ჩაერთოს GRA-ს პროექტებსა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებაში.

  • ყველა შიდა და ოფიციალურ საწევრო აქტივობაზე წვდომა
  • მონაწილეობა GRA-ს პროექტებსა და ძირითად ინიციატივებში
  • ექსკლუზიური კომუნიკაცია ინდუსტრიის პროფესიონალებთან
  • სამუშაო ჯგუფებსა და პროგრამულ მიმართულებებში ჩართვა

განაცხადის დამტკიცებამდე საჭიროა მისი განხილვა

ასოცირებული წევრობა

ჩაერთეთ საზოგადოებაში

ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, სტუდენტი, მოსწავლე ან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, რომელიც ინტერესდება რობოტიკით, ტექნოლოგიებით, STEM მიმართულებებითა და ინოვაციებით.

  • მონაწილეობს GRA-ს პროექტებსა და ტექნოლოგიურ ინიციატივებში
  • იღებს წვდომას ასოციაციის სპეციალურ პროგრამებსა და საწევრო შეთავაზებებზე
  • ერთვება ტექნოლოგიურ ქომუნითიში და პროფესიულ ქსელში
  • ხელს უწყობს GRA-ს მიზნებისა და ინიციატივების განვითარებას

განაცხადის დამტკიცებამდე საჭიროა მისი განხილვა

სრული თუ ასოცირებული?

ორივე წევრობა ერთნაირ წვდომას გაძლევთ პროექტებსა და საზოგადოების აქტივობებზე. განსხვავება ასოციაციის მართვაშია.

კრიტერიუმისრული წევრიასოცირებული წევრი
ვისთვის პროფესიონალი, მკვლევარი, მენტორი ან ინოვატორი ნებისმიერი დაინტერესებული: სტუდენტი, მოსწავლე, სხვა სფეროს წარმომადგენელი
GRA-ს პროექტები, ღონისძიებები და ინიციატივებიდიახდიახ
საწევრო შეთავაზებები და საზოგადოებადიახდიახ
გადაწყვეტილებები საერთო კრებაზედიახარა
სრულ წევრობაზე გადასვლაარ ეხება შესაძლებელია, აქტიური ჩართულობის შემდეგ
საწევრო 2026 წლის სექტემბრამდე უფასო იყო. მიმდინარე პირობებისთვის მოგვწერეთ info@gra.ge-ზე. იგივე
წევრობის დატოვება წერილით info@gra.ge-ზე წერილით info@gra.ge-ზე
როგორ ჩავერთო

განაცხადიდან აქტიურ როლამდე

  1. 1

    შეავსეთ განაცხადი

    აირჩიეთ როლი და მიუთითეთ ტელეფონი, დაბადების თარიღი, ჯგუფი და რამდენიმე სიტყვა თქვენ შესახებ. განაცხადი თქვენს ანგარიშს უკავშირდება.

  2. 2

    განხილვა

    GRA-ს გუნდი განაცხადს განიხილავს.

  3. 3

    როლი აქტიურია

    დამტკიცების შემდეგ როლი პროფილში აქტიური გახდება. პროფილში შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელი წევრობა გამოჩნდეს თქვენი სახელის გვერდით.

კითხვები

გჭირდებათ მეტი ინფორმაცია?

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ რეგისტრაციამდე ასოციაციის წევრობაზე, მოხალისწობრივ საქმიანობასა და პარტნიორობებზე

თუ პასუხი ვერ იპოვეთ, მოგვწერეთ info@gra.ge-ზე.

  1. თქვენ შესახებ
  2. გამოცდილება
  3. დადასტურება