ჩაერთეთ

შემოუერთდით GRA-ის და გახდი რობოტიკის საზოგადოების წევრი

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია აერთიანებს ინდივიდუალურ წევრებს, მოხალისეებს, კომპანიებს, სტარტაპებს, უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ერთად ავითარებენ ტექნოლოგიურ გარემოს საქართველოში.

კომპანიებისთვის

გახდი GRA-ს წევრი/სპონსორი ან პარტნიორი

გახდი GRA-ს წევრი, პარტნიორი ან სპონსორი და ჩაერთე რობოტიკის, STEM განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებაში საქართველოში. ითანამშრომლე GRA-სთან ერთობლივი პროექტების, საგანმანათლებლო ინიციატივების, ჩემპიონატებისა და ტექნოლოგიური აქტივობების ფარგლებში.

  • ბრენდის ინტეგრაცია GRA-ს პროექტებსა და ღონისძიებებში
  • ახალგაზრდა ტალანტებთან და პროფესიულ ქომუნითისთან კავშირი
  • ერთობლივ საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ ინიციატივებში მონაწილეობა
  • ტექნოლოგიურ კომპანიებთან, სტარტაპებთან და პარტნიორებთან ქსელის გაფართოება

საუკეთესოდ შეეფერება კომპანიებს, სტარტაპებსა და ორგანიზაციებს.

ინსტიტუტებისთვის

გახდი განათლების პარტნიორი

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან, სკოლებთან, კოლეჯებთან, საგანმანათლებლო ცენტრებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან STEM განათლების, რობოტიკისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებით

  • კონკურსებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე წვდომა
  • სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობა GRA-ს აქტივობებში
  • ჩემპიონატების, ვორკშოპებისა და ტექნოლოგიური ღონისძიებების თანაორგანიზება
  • ტექნოლოგიურ ქომუნითისა და პროფესიულ ქსელთან დაკავშირება

ხელმისაწვდომია სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

როგორ ჩავერთო

განაცხადიდან აქტიურ როლამდე

  1. 1

    შეავსეთ განაცხადი

    აირჩიეთ როლი და მიუთითეთ ტელეფონი, დაბადების თარიღი, ჯგუფი და რამდენიმე სიტყვა თქვენ შესახებ. განაცხადი თქვენს ანგარიშს უკავშირდება.

  2. 2

    განხილვა

    GRA-ს გუნდი განაცხადს განიხილავს.

  3. 3

    როლი აქტიურია

    დამტკიცების შემდეგ როლი პროფილში აქტიური გახდება. პროფილში შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელი წევრობა გამოჩნდეს თქვენი სახელის გვერდით.

კითხვები

გჭირდებათ მეტი ინფორმაცია?

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ რეგისტრაციამდე ასოციაციის წევრობაზე, მოხალისწობრივ საქმიანობასა და პარტნიორობებზე

თუ პასუხი ვერ იპოვეთ, მოგვწერეთ info@gra.ge-ზე.

  1. თქვენ შესახებ
  2. გამოცდილება
  3. დადასტურება