ყველა პროექტი
აქტიურისაერთაშორისო შეჯიბრები

საქართველოს რობოტიკის ნაკრები RoboChallenge 2026-ზე

პროექტის შესახებ

2026 წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოს რობოტიკის ნაკრები პირველად მიიღებს მონაწილეობას ბუქარესტში (რუმინეთი) გამართულ RoboChallenge 2026-ზე. ეროვნული ჩემპიონატის სამი გამარჯვებული გუნდი საქართველოს სამ კატეგორიაში წარადგენს:

  • Mega Sumo
  • Mini Sumo
  • Line Follower

ნაკრები აერთიანებს სტუდენტურ და ოჯახურ გუნდებს — ჯამში 12 მონაწილეს, რომლებიც ქვეყანას პირველად წარადგენენ ამ მასშტაბის საერთაშორისო ჩემპიონატზე.

ეროვნული ჩემპიონებიდან — საერთაშორისო სცენაზე

2026 წლის 20 ივნისს თბილისში, GRA-ს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და ახალგაზრდა ინჟინრები მთელი ქვეყნიდან: 80+ მონაწილე გუნდი, 5000+ სტუმარი და 3 გამარჯვებული გუნდი.

რა არის RoboChallenge 2026?

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო რობოტიკის ჩემპიონატი (მე-17 გამოცემა), რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით გუნდს, ახალგაზრდა ინჟინერსა და რობოტიკის ენთუზიასტს: 48 ქვეყანა, 326+ გუნდი, 1300+ მონაწილე, 483+ რობოტი.

რას მოხმარდება თანხა

RoboChallenge-ის ორგანიზატორი არ ფარავს გუნდების მგზავრობის, განთავსებისა და მომზადების ხარჯებს. ნაკრების მონაწილეობისთვის საჭიროა 23,000 ლარი:

  • ავიაბილეთები — გუნდების საერთაშორისო მგზავრობა
  • განთავსება — სასტუმრო / საცხოვრებელი ბუქარესტში
  • რობოტების მომზადება — კომპონენტები, ტექნიკური განახლება, ტესტირება
  • ნაკრების ბრენდინგი — ფორმები, მასალები და მედია კონტენტი

კომპანიებისთვის

მხარდაჭერის ფორმატი მოქნილია: შესაძლებელია დარჩენილი თანხის სრულად დაფინანსება ან მისი ნაწილის დაფარვა. პარტნიორი კომპანია წარმოდგენილი იქნება ნაკრების ოფიციალურ პარტნიორად:

  • ლოგო ნაკრების ფორმებზე, ბანერზე და საკომუნიკაციო მასალებზე
  • აღნიშვნა GRA-ს სოციალურ მედიაში: გუნდების წარდგენა, ვიდეოები ადგილიდან და შემაჯამებელი კონტენტი
  • ბრენდის დაკავშირება ნაკრების პირველ მონაწილეობასთან RoboChallenge 2026-ზე

დაგვიკავშირდით: info@gra.ge · +995 551 08 04 04

6,120 ₾შეგროვდა 23,000 ₾-დან
პროგრესი
27%
დონორები
4
დონაციები
4
ვადა
21 დღე დარჩა

ბოლო 30 დღე

6,120 ₾
9 სექტემბერი8 ოქტომბერი

დონეების მიხედვით

თანხადონაციები
50 ₾-მდე20 ₾1
მხარდამჭერი100 ₾2
ადვოკატი0 ₾0
ჩემპიონი0 ₾0
პარტნიორი6,000 ₾1

ბოლო დონორები

  • LMLevan M.50 ₾
  • AAAndria A.20 ₾
  • Kketevan.mosiava50 ₾
  • ᲡᲠსაქართველოს რობოტიკის ასოციაცია6,000 ₾