ROBO BATTLE 2026 | საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი
საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ნოემბერში, თბილისში, გაიმართება Robo Battle 2026 — საქართველოს რობოტების ბრძოლის ჩემპიონატი.

რა არის ROBO BATTLE
საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ნოემბერში, თბილისში, გაიმართება Robo Battle 2026 — საქართველოს რობოტების ბრძოლის ჩემპიონატი.
Robo Battle არის საბრძოლო რობოტების ინჟინერიული შეჯიბრი, სადაც მონაწილე გუნდები საკუთარი დიზაინით ქმნიან დისტანციურად მართვად რობოტებს და სპეციალურად მოწყობილ, უსაფრთხო არენაზე უპირისპირდებიან ერთმანეთს.
შეჯიბრი აერთიანებს ინჟინერიას, მექანიკას, ელექტრონიკას, დიზაინს, კრეატიულობასა და საბრძოლო სტრატეგიას. მისი მიზანია საქართველოში საბრძოლო რობოტიკის განვითარება და ახალგაზრდებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების პრაქტიკულ ინჟინერიაში ჩართვა.
ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, სტუდენტებს, ინჟინრებს, ინოვატორებს, ტექნოლოგიების ენთუზიასტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
გუნდი უნდა შედგებოდეს 2-5 წევრისგან. თუ გუნდის რომელიმე წევრი არასრულწლოვანია, გუნდში აუცილებელია იყოს მინიმუმ ერთი სრულწლოვანი (18+) წევრი.
გუნდს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ წონით კატეგორიაში ან ერთ კატეგორიაში წარადგინოს რამდენიმე განსხვავებული რობოტი.
წონითი კატეგორიები
- Antweight — 500 გ (საპილოტე)
- Beetleweight — 1.5 კგ
- Hobbyweight — 5.4 კგ
- Featherweight — 13.6 კგ
- Lightweight — 27 კგ (საპილოტე)
500 გრამიანი და 27 კგკატეგორიების ჩატარება დამოკიდებული იქნება რეგისტრირებული გუნდებისა და შეჯიბრისთვის მზად რობოტების რაოდენობაზე.
რობოტის შექმნა
თითოეული გუნდი პასუხისმგებელია საკუთარი რობოტის დიზაინზე, აწყობაზე, გამართვასა და შეჯიბრისთვის მომზადებაზე.
მონაწილეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ რობოტის კონსტრუქცია, მასალები, ელექტრონიკა, მართვის სისტემა და საბრძოლო სტრატეგია, შესაბამისი ტექნიკური და უსაფრთხოების წესების დაცვით.
მონაწილეობის ეტაპები
I ეტაპი — რეგისტრაცია
გუნდის ერთმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს ოფიციალური სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი, 2026.
II ეტაპი — რობოტის კონცეფცია
რეგისტრირებულ გუნდებს გაეგზავნებათ დამატებითი ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უნდა წარმოადგინონ რობოტის სკეჩი/კონცეფცია და ძირითადი ტექნიკური ინფორმაცია.
III ეტაპი — ტექნიკური შემოწმება
ღონისძიებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ყველა რობოტი გაივლის სავალდებულო ტექნიკურ და უსაფრთხოების შემოწმებას. საბრძოლო არენაზე დაიშვებიან მხოლოდ ის რობოტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შემოწმებას.
Robo Battle 2026-ზე პირველადი რეგისტრაციისთვის მონაწილე გუნდებმა უნდა შეავსონ Google form-ის სარეგისტრაციო ფორმა: სარეგისტრაციო ფორმა
მონაწილეობა ფასიანია და საფასური განისაზღვრება თითოეულ რეგისტრირებულ რობოტზე:
500 გ – 13.6 კგ კატეგორიები — 50 ლარი
27 კგ Lightweight კატეგორია -100 ლარი
გადახდის დეტალური ინსტრუქცია მოცემულია სარეგისტრაციო ფორმაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი, 2026
500 გ (Antweight) და 27 კგ (Lightweight) საპილოტე კატეგორიებისთვის რეგისტრაციის ვადა: 15 სექტემბერი, 2026 წელი
ღონისძიების ადგილმდებარეობა მალე გახდება ცნობილი.
#RoboBattle2026
ეტაპები
- 01
რეგისტრაცია
გუნდი რეგისტრირდება და ირჩევს რობოტის წონით კატეგორიას.
- 02
რობოტის კონცეფცია
გუნდი წარადგენს ესკიზს ან კონცეფციას და ტექნიკურ ინფორმაციას.
- 03
ტექნიკური ინსპექცია
სავალდებულო შემოწმება შეჯიბრამდე ერთი კვირით ადრე. არენაზე მხოლოდ შემოწმებული რობოტები გადიან.
გუნდში 2–5 წევრია. თუ რომელიმე წევრი 18 წლამდეა, გუნდში ერთი წევრი მაინც სრულწლოვანი უნდა იყოს.
დოკუმენტები
ხშირი კითხვები
Robo Battle არის საბრძოლო რობოტების შეჯიბრი, რომელიც აერთიანებს ინჟინრებს, ინოვატორებს და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს.თითოეული გუნდი პასუხისმგებელია საკუთარი საბრძოლო რობოტის დიზაინზე, აწყობაზე, გამართვასა და შეჯიბრისთვის მომზადებაზე.
მონაწილეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ რობოტის კონსტრუქცია, გამოყენებული მასალები, ელექტრონიკა, მართვის სისტემა და საბრძოლო სტრატეგია იმ პირობით, რომ რობოტი სრულად აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ყველა დაინტერესებულ პირს 16 წლის ზემოთ. არასრულწლოვნის შემთხვევაში საჭიროა სრულწლოვანი გუნდის წევრი და მშობლის თანხმობა.
მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 წევრისგან.
მოძრაობა, დისტანციური კონტროლი და მინიმუმ ერთი საბრძოლო იარაღი.
დისტანციური მართვის სისტემით, რომელიც არ ერევა სხვა გუნდების მართვის სისტემაში.გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ტექნიკურ წესებს
რადიოაქტიური ნივთიერებები, თხევადი აზოტი, ტყვია, მინა და სხვა სახიფათო ნივთიერებები