შესავალი

რა არის ROBO BATTLE
საბრძოლო რობოტების შეჯიბრში ორი დისტანციურად სამართავი რობოტი დახურულ, დაცულ არენაზე ებრძვის ერთმანეთს. იმარჯვებს რობოტი, რომელიც მოწინააღმდეგეს მწყობრიდან გამოიყვანს ან მსაჯების შეფასებით უკეთ იბრძოლებს.
საქართველოს რობოტიკის ასოციაციამ საბრძოლო რობოტების პირველი ჩემპიონატი ROBO BATTLE 2025 2025 წლის 26 ივლისს გამართა — 92 გუნდით და 10 000-ზე მეტი სტუმრით.
წონითი კატეგორიები
ROBO BATTLE 2025-ზე სამი წონითი კატეგორია იყო:
- Beetleweight — 0,5–1,5 კგ: საუკეთესო არჩევანი დამწყებთათვის — იაფია, მარტივად იწყობა და ნაკლებად სახიფათოა;
- Hobbyweight — 1,5–5 კგ;
- Featherweight — 5–15 კგ: უფრო მძლავრი რობოტები, მეტი გამოცდილება და უფრო მკაცრი უსაფრთხოების მოთხოვნები.
ზუსტი წესები და კატეგორიები ყოველი ჩემპიონატისთვის შეჯიბრის გვერდზე ქვეყნდება.
გუნდი
ROBO BATTLE 2025-ზე გუნდში 2–5 წევრი იყო, 16 წლიდან; თუ გუნდში არასრულწლოვანია, გუნდს 18 წელს გადაცილებული წევრი უნდა ჰყავდეს. ერთ გუნდს რამდენიმე კატეგორიაშიც შეეძლო მონაწილეობა.
უსაფრთხოება
საბრძოლო რობოტები სერიოზული ტექნიკაა, ამიტომ უსაფრთხოება პირველ ადგილზეა:
- რობოტი ჩაირთოს და გამოირთოს მარტივად ხელმისაწვდომი ჩამრთველით;
- კავშირის დაკარგვისას რობოტი თავად უნდა გაჩერდეს (failsafe);
- მბრუნავი იარაღები და ბასრი ნაწილები არენის გარეთ დაცული უნდა იყოს;
- აკუმულატორები დაცული და მყარად დამაგრებული უნდა იყოს;
- ტესტირება — მხოლოდ დაცულ სივრცეში.
რით დავიწყოთ
დაიწყეთ Beetleweight-ით: მარტივი შასი, ორი ძრავა, დისტანციური მართვის პულტი და მიმღები, ძრავების რეგულატორი და აკუმულატორი. პირველ რობოტად ხშირად „სოლს“ ან „მიმბიძგებელს“ აწყობენ — მარტივი, მაგრამ ეფექტური დიზაინი. მერე დაამატეთ იარაღი და გაიმეორეთ ცდები.
მიმდინარე ჩემპიონატი და რეგისტრაცია: ROBO BATTLE 2026 — პირველად საერთაშორისო ფორმატით. ასოციაციის ყველა ჩემპიონატი — GRA-ს ისტორიაში.




