ყველა შეჯიბრირეგისტრაცია ღიაა
რობოტების შეჯიბრი

ROBO BATTLE 2026-2027 | საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი

ROBO BATTLE 2026-2027-ის რეგისტრაცია ხელახლა გაიხსნა! საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატზე გუნდებს ვიღებთ ოთხ წონით კატეგორიაში: 500 გ, 1.5 კგ, 5.4 კგ და 13.6 კგ. რეგისტრაცია 25 დეკემბრამდე, ჩემპიონატი 2027 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის პირველ ნახევარში.

ფასიანიადგილზე2–5 წევრიასაკი 16+
წესები (PDF)
ROBO BATTLE 2026-2027 | საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი
აღწერა

შეჯიბრის შესახებ

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია ხელახლა აცხადებს რეგისტრაციას ROBO BATTLE 2026-2027-ზე — საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატზე.

Robo Battle არის საინჟინრო შეჯიბრი, სადაც გუნდები საკუთარი დიზაინით ქმნიან დისტანციურად მართვად საბრძოლო რობოტებს და სპეციალურად მოწყობილ, უსაფრთხო არენაზე ერთმანეთს ეჯიბრებიან. შეჯიბრი აერთიანებს ინჟინერიას, მექანიკას, ელექტრონიკას, დიზაინსა და საბრძოლო სტრატეგიას.

რეგისტრაცია

  • რეგისტრაცია ამ გვერდიდან ხდება, ღილაკით „გუნდის რეგისტრაცია“.
  • გუნდებს ვიღებთ ოთხ წონით კატეგორიაში: Antweight (500 გ), Beetleweight (1.5 კგ), Hobbyweight (5.4 კგ) და Featherweight (13.6 კგ).
  • 27 კგ კატეგორიაში (Lightweight) ამჯერად რეგისტრაცია არ მიმდინარეობს.
  • გუნდს შეუძლია რამდენიმე რობოტის რეგისტრაცია, მათ შორის სხვადასხვა კატეგორიაში. თითოეული რობოტი ცალკე რეგისტრირდება და მოწმდება.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 დეკემბერი, 2026, 23:59 (თბილისის დროით).

როდის

ჩემპიონატი სავარაუდოდ 2027 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის პირველ ნახევარში გაიმართება. ოფიციალურ თარიღსა და ადგილს გუნდები რეგისტრაციის დასრულებამდე მიიღებენ.

ვის შეუძლია მონაწილეობა

მონაწილე უნდა იყოს მინიმუმ 16 წლის. გუნდი შედგება 2-5 წევრისგან და მასში უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი. 18 წლამდე მონაწილეს სჭირდება მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

წესები

შეჯიბრი განახლებული წესებით ტარდება. რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცანით მათ: ROBO BATTLE 2026-2027: მონაწილეობისა და რობოტის აწყობის წესები (PDF). ინგლისური ვერსია: Team Rules (PDF). ტექსტებს შორის განსხვავებისას უპირატესობა ქართულ ვერსიას ენიჭება.

კითხვები: info@gra.ge

#RoboBattle

წონითი კატეგორიები

კატეგორიამაქსიმალური მასასაფასური
GRA Antweight500 გ50 ₾
Beetleweight1.5 კგ50 ₾
Hobbyweight5.4 კგ50 ₾
Featherweight13.6 კგ50 ₾

საფასური განისაზღვრება თითოეულ რეგისტრირებულ რობოტზე. კატეგორიაში ოფიციალური შეჯიბრი ტარდება, თუ მასში ტექნიკურად დაშვებული რობოტებით მინიმუმ 12 განსხვავებული გუნდი მონაწილეობს (სასურველია 16). 27 კგ კატეგორიაში (GRA Lightweight) ამჯერად რეგისტრაცია არ მიმდინარეობს.

მონაწილეობის ეტაპები

  1. 01

    რეგისტრაცია — 25 დეკემბრამდე

    გუნდის კაპიტანი ამ გვერდზე არეგისტრირებს გუნდს და ირჩევს წონით კატეგორიებს. რეგისტრაციისას გუნდი წარადგენს საკონტაქტო და ტექნიკურ ინფორმაციას: რობოტის ზომებს, იარაღის ტიპს, კვების წყაროებსა და სხვა მნიშვნელოვან მექანიზმებს.

  2. 02

    აწყობის პროცესი — 14 დღით ადრე

    შეჯიბრამდე მინიმუმ 14 დღით ადრე გუნდი აგზავნის რობოტის აწყობის პროცესისა და მიმდინარე მდგომარეობის ფოტოებს ან ვიდეოს, მოკლე კომენტარით.

  3. 03

    წინასწარი ტექნიკური შემოწმება — 7 დღით ადრე

    ყველა რობოტი გადის წინასწარ ტექნიკურ შემოწმებას. თუ რობოტი შემოწმებას ვერ გაივლის, გუნდი ასწორებს ხარვეზს და შეჯიბრამდე 3 დღით ადრე მოდის განმეორებით შემოწმებაზე.

  4. 04

    საბოლოო შემოწმება — შეჯიბრის წინა დღეს

    აწონვა და უსაფრთხოების ფუნქციების შემოწმება. შემოწმების შემდეგ რობოტი ილუქება და ღონისძიების დაწყებამდე ორგანიზატორთან ინახება.

ჩემპიონატის ოფიციალურ თარიღსა და ადგილს გუნდები რეგისტრაციის დასრულებამდე მიიღებენ, შემოწმებების ზუსტ დროსა და ადგილს კი ცალკე.

წინა წლებში და ბლოგში

დოკუმენტები

წესები ქართულ ენაზე

PDF

ჩამოტვირთვა
წესები ინგლისურ ენაზე

PDF

ჩამოტვირთვა

ხშირი კითხვები

Robo Battle არის საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) მიერ ორგანიზებული საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი. გუნდები ქმნიან საკუთარ დისტანციურად მართვად რობოტებს და ერთმანეთს სხვადასხვა წონით კატეგორიაში ეჯიბრებიან. ბრძოლაში ერთდროულად ორი რობოტი მონაწილეობს და ის 3 წუთს გრძელდება.

აქტივობები

სხვა აქტივობები

ყველა აქტივობა
რობოტების შეჯიბრიგადადებული

ROBO BATTLE 2026 | საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი

ფასიანიადგილზე2–5 წევრიასაკი 15+

ROBO BATTLE 2026 გადაიდო. საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი 2027 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის პირველ ნახევარში გაიმართება, სახელით ROBO BATTLE 2026-2027. რეგისტრაცია ხელახლა გაიხსნა, 25 დეკემბრამდე.

სასკოლო კონკურსიდასრულებული

STEAM პროექტების კონკურსი სკოლებისთვის

უფასოადგილზე2–5 წევრიასაკი 12+

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია საჯარო და კერძო სკოლებისთვის აცხადებს მიღებას STEAM პროექტების კონკურსზე, რომელიც გაიმართება 20 ივნისს თბილისში, რადიოქალაქში

თბილისი, რადიო ქალაქი-Radio City | District 4
RC მანქანების შეჯიბრიდასრულებული

RC მანქანების ჩემპიონატი 2026

უფასოადგილზეინდივიდუალურიასაკი 7+

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) და Kakhas RC საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატის ფარგლებში წარმოგიდგენთ RC მანქანების ჩემპიონატს - რადიო-კონტროლირებადი (RC) მანქანების რბოლას, რომელიც 20 ივნისს, თბილისში, რადიოქალაქში გაიმართება.

თბილისი, რადიოქალაქი, District 4