ROBO BATTLE 2026 | საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი
ROBO BATTLE 2026 გადაიდო. ჩემპიონატი, რომელიც 2026 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, 2027 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის პირველ ნახევარში გაიმართება, სახელით ROBO BATTLE 2026-2027.

რა არის ROBO BATTLE
ROBO BATTLE 2026 გადაიდო. ჩემპიონატი, რომელიც 2026 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, 2027 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის პირველ ნახევარში გაიმართება, სახელით ROBO BATTLE 2026-2027.
Robo Battle არის საბრძოლო რობოტების ინჟინერიული შეჯიბრი, სადაც მონაწილე გუნდები საკუთარი დიზაინით ქმნიან დისტანციურად მართვად რობოტებს და სპეციალურად მოწყობილ, უსაფრთხო არენაზე უპირისპირდებიან ერთმანეთს.
შეჯიბრი აერთიანებს ინჟინერიას, მექანიკას, ელექტრონიკას, დიზაინს, კრეატიულობასა და საბრძოლო სტრატეგიას. მისი მიზანია საქართველოში საბრძოლო რობოტიკის განვითარება და ახალგაზრდებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების პრაქტიკულ ინჟინერიაში ჩართვა.
რეგისტრაცია
ამ გვერდზე რეგისტრაცია აღარ მიმდინარეობს. რეგისტრაცია ხელახლა გაიხსნა ახალ გვერდზე: ROBO BATTLE 2026-2027. ბოლო ვადა: 25 დეკემბერი, 2026, 23:59 (თბილისის დროით). ოფიციალურ თარიღსა და ადგილს გუნდები რეგისტრაციის დასრულებამდე მიიღებენ.
#RoboBattle2026
წონითი კატეგორიები
| კატეგორია | წონა | საფასური | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| Antweight | 500 გ | 50 ₾ | საპილოტე |
| Beetleweight | 1.5 კგ | 50 ₾ | |
| Hobbyweight | 5.4 კგ | 50 ₾ | |
| Featherweight | 13.6 კგ | 50 ₾ | |
| Lightweight | 27 კგ | 100 ₾ | საპილოტე |
საფასური განისაზღვრება თითოეულ რეგისტრირებულ რობოტზე. 500 გრამიანი და 27 კგ კატეგორიების ჩატარება დამოკიდებული იქნება რეგისტრირებული გუნდებისა და შეჯიბრისთვის მზად რობოტების რაოდენობაზე.
მონაწილეობის ეტაპები
- 01
რეგისტრაცია
გუნდის ერთმა წარმომადგენელმა უნდა შეავსოს ოფიციალური სარეგისტრაციო ფორმა.
- 02
რობოტის კონცეფცია
რეგისტრირებულ გუნდებს გაეგზავნებათ დამატებითი ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უნდა წარმოადგინონ რობოტის სკეჩი/კონცეფცია და ძირითადი ტექნიკური ინფორმაცია.
- 03
ტექნიკური შემოწმება
ღონისძიებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ყველა რობოტი გაივლის სავალდებულო ტექნიკურ და უსაფრთხოების შემოწმებას. საბრძოლო არენაზე დაიშვებიან მხოლოდ ის რობოტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შემოწმებას.
წინა წლებში და ბლოგში
დოკუმენტები
ხშირი კითხვები
Robo Battle არის საბრძოლო რობოტების შეჯიბრი, რომელიც აერთიანებს ინჟინრებს, ინოვატორებს და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს.თითოეული გუნდი პასუხისმგებელია საკუთარი საბრძოლო რობოტის დიზაინზე, აწყობაზე, გამართვასა და შეჯიბრისთვის მომზადებაზე.
მონაწილეებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ რობოტის კონსტრუქცია, გამოყენებული მასალები, ელექტრონიკა, მართვის სისტემა და საბრძოლო სტრატეგია იმ პირობით, რომ რობოტი სრულად აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ყველა დაინტერესებულ პირს 16 წლის ზემოთ. არასრულწლოვნის შემთხვევაში საჭიროა სრულწლოვანი გუნდის წევრი და მშობლის თანხმობა.
მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 5 წევრისგან.
მოძრაობა, დისტანციური კონტროლი და მინიმუმ ერთი საბრძოლო იარაღი.
დისტანციური მართვის სისტემით, რომელიც არ ერევა სხვა გუნდების მართვის სისტემაში.გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ტექნიკურ წესებს
რადიოაქტიური ნივთიერებები, თხევადი აზოტი, ტყვია, მინა და სხვა სახიფათო ნივთიერებები