აღწერაშეჯიბრის შესახებ
საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) და Kakhas RC საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატის ფარგლებში წარმოგიდგენთ RC მანქანების ჩემპიონატს - რადიო-კონტროლირებადი (RC) მანქანების რბოლას, რომელიც 20 ივნისს, თბილისში, რადიოქალაქში გაიმართება.
RC Racing აერთიანებს ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, მოტორსპორტის ელემენტებსა და მართვის უნარებს. შეჯიბრების ფარგლებში მონაწილეები საკუთარი რადიო-კონტროლირებადი მანქანებით სპეციალურად მოწყობილ ტრასაზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს სიჩქარეში, სიზუსტესა და მართვის ტექნიკაში.
ღონისძიების მიზანია RC ჰობის პოპულარიზაცია საქართველოში, მონაწილეთა ტექნიკური უნარების განვითარება და RC საზოგადოების გაძლიერება.
-ვის შეუძლია მონაწილეობა?
შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 15 წლის ასაკიდან.
მონაწილეობა ინდივიდუალურია და თითოეული მონაწილე ასპარეზობს საკუთარი RC მანქანით.
-საპრიზო ფონდი
საქართველოს რობოტიკის ასოციაციის მიერ დაწესებულია 1500 ლარის საპრიზო ფონდი, რომელიც გადანაწილდება:
🥇 პირველი ადგილი
🥈 მეორე ადგილი
🥉 მესამე ადგილი
ღონისძიების დეტალები
📍 ლოკაცია: რადიოქალაქი, თბილისი
📅 თარიღი: 20 ივნისი
👥 მონაწილეთა ასაკი: 7+
არასრულწლოვნის რეგისტრაციის შემთხვევაში, საჭირო იქნება მშობლის თანხმობის ფორმა ღონისძიებაშიმონაწილეობასთან დაკავშირებით
- -რეგისტრაციის ბოლო ვადა: 17 ივნისი
- -რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?
გამოცადო საკუთარი RC მანქანის შესაძლებლობები რეალურ საკონკურსო გარემოში;
შეხვდე RC ჰობით დაინტერესებულ ადამიანებს;
შეეჯიბრო საქართველოს საუკეთესო RC მრბოლელებს;
მოიპოვო საპრიზო ადგილი და ფულადი ჯილდო;
გახდე საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატის ნაწილი.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა