აღწერაშეჯიბრის შესახებ
საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) საჯარო და კერძო სკოლებისთვის აცხადებს მიღებას STEAM პროექტების კონკურსზე, რომელიც გაიმართება 20 ივნისს თბილისში.
პროექტი წარმოადგენს საგანმანათლებლო და ტექნოლოგიურ სივრცეს, სადაც სკოლები/ სასკოლო გუნდები წარსდგებიან საკუთარი სახელით და წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ ინოვაციურ STEAM პროექტებს, ტექნოლოგიურ ნამუშევრებსა და საგანმანათლებლო აქტივობებს. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ტექნოლოგიური და საინჟინრო აზროვნების განვითარებას და შექმნას პლატფორმა, სადაც სასკოლო იდეები პრაქტიკულ, რეალურ პროდუქტებად ყალიბდება.
კონკურსის ფარგლებში სკოლები და სასკოლო გუნდები შეძლებენ წარმოადგინონ მათ მიერ შექმნილი STEAM პროექტები, ტექნოლოგიური ნამუშევრები და პროტოტიპები - მათ შორის:
-რობოტები და ავტომატიზებული სისტემები
-საინჟინრო და ელექტრონული პროექტები
- ტექნოლოგიური პროტოტიპები
- IoT და ჭკვიანი მოწყობილობები
ღონისძიების პროცესი
ღონისძიება ჩატარდება საგამოფენო ფორმატში, სადაც თითოეულ მონაწილე სკოლას ექნება საკუთარი სტენდი პროექტების ან აქტივობების წარმოსადგენად. მონაწილეები ადგილზე წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, აჩვენებენ პროტოტიპების მუშაობას და გაუზიარებენ საკუთარ იდეებს დამთვალიერებლებსა და ექსპერტებს.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ ნამუშევრებს გაეცნობიან მოწვეული ექსპერტები, რომლებიც გამორჩეულ პროექტებს სპეციალურ ნომინაციებს გადასცემენ.
დაინტერესებულმა სკოლებმა და სასკოლო გუნდებმა საიტზე რეგისტარციასთან ერთად, უნდა გაიარონ დამატებითი რეგისტრაცია არაუგვიანეს 17 ივნისისა: სარეგისტრაციო ფორმა
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი განაცხადები განიხილება, რის საფუძველზეც შერჩეულ მონაწილეებს გაეგზავნებათ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები გამოფენაში მონაწილეობის შესახებ. საბოლოო დადასტურების შემდეგ სკოლები მოემზადებიან საგამოფენო დღისთვის.
პროექტში მონაწილეობა სკოლებისთვის უფასოა, თუმცა პროექტი არ ფარავს მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯებს ღონისძიების ადგილამდე და უკან.
- ღონისძიების ადგილმდებარეობა: თბილისი, რადიოქალაქი
- ჩატარების თარიღი: 20 ივნისი
- დამატებითი ინფორმაციისთვის: info@gra.ge