ყველა ღონისძიებადასრულებული
შეხვედრა

საქართველოს რობოტიკის ასოციაციის შეხვედრა

შემოუერთდით საქართველოს რობოტიკის ასოციაციის შეხვედრას 24 მაისს Terminal-ში. შეხვედრის ფარგლებში მოწვეული სტუმარი იქნება ნიკა ალავიძე - კომპანია Nasolutions-ის დამფუძნებელი, რომელიც ისაუბრებს ინჟინერიასა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე.

უფასოადგილზეასაკი 14+
საქართველოს რობოტიკის ასოციაციის შეხვედრა
აღწერა

ღონისძიების შესახებ

შემოუერთდით საქართველოს რობოტიკის ასოციაციის შეხვედრას 24 მაისს, 19:30 საათზე Terminal-ში.

  • შეხვედრა გააერთიანებს რობოტიკით, ინჟინერიით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ ადამიანებს, სტუდენტებს, დეველოპერებს, ინჟინრებსა და ტექნოლოგიური ქომუნითის წევრებს.
  • მოწვეული სტუმარი იქნება ნიკა ალავიძე - კომპანია Nasolutions-ის დამფუძნებელი, რომელიც გაგვიზიარებს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას ინჟინერიის სფეროში, ისაუბრებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებაზე და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს.
  • შეხვედრის ფარგლებში ასევე შეხვდებით კომპანია Koober Coders-ს - დეველოპერულ კომპანიას, რომელიც გაგვაცნობს საკუთარ საქმიანობას, პროექტებსა და გამოცდილებას.
  • აქტივობის განმავლობაში განვიხილავთ 20 ივნისს დაგეგმილი რობოტიკის შეჯიბრებისა და ტექნოლოგიური ღონისძიებების დეტალებს, მონაწილეობის ფორმატს, მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს.
  • შეხვედრის ბოლოს გაიმართება ღია კითხვა-პასუხის სესია რობოტიკის ქომუნითისთან, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ისაუბრონ საკუთარ იდეებზე, პროექტებზე და გაეცნონ სხვა მონაწილეებს.
  • შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია ტექნოლოგიებით, რობოტიკით, პროგრამირებით, ინჟინერიითა და ინოვაციებით.
  • თარიღი: 24 მაისი
  • დრო: 19:30
  • ლოკაცია: Terminal • ტერმინალი
  • ირაკლი აბაშიძის 34/36, თბილისი

შეხვედრის მხარდამჭერია Terminal

დღის წესრიგი

  1. შეხვედრის გახსნა

    მონაწილეების მიღება და დღის წესრიგის მოკლე მიმოხილვა.

  2. GRA-ს მიმდინარე პროექტების

    ქომუნითი აქტივობებისა და 20 ივნისის ტექნოლოგიური ღონისძიებების მიმოხილვა.

  3. სპიკერის სესია

    Nasolutions-ის დამფუძნებელი ნიკა ალავიძე ისაუბრებს ინჟინერიის სფეროში მიღებულ გამოცდილებაზე, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებზე და კარიერულ განვითარებაზე.

  4. პარტნიორების წარდგენა

    Koober Coders-ის გუნდი გააზიარებს კომპანიის გამოცდილებას, მიმდინარე პროექტებსა და ტექნოლოგიურ მიმართულებებს.

  5. კითხვა პასუხი

    ღია კითხვა-პასუხის სესია რობოტიკის ქომუნითისთან და არაფორმალური networking მონაწილეებს შორის.

აქტივობები

სხვა აქტივობები

ყველა აქტივობა
ფესტივალიდასრულებული

საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026

უფასოადგილზე

LOVE · STEAM · ROBOTS 20 ივნისს, რადიოქალაქში (District 4), საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით გაიმართება საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026 — ერთდღიანი ტექნოლოგიური ფესტივალი, რომელიც გააერთიანებს მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა ინჟინრებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ვიზიტორებს.

თბილისი, რადიოქალაქი, District 4 Barbare, ბაირამაშვილის N3, 0162
რობოტების შეჯიბრირეგისტრაცია ღიაა

ROBO BATTLE 2026 | საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი

ფასიანიადგილზე2–5 წევრიასაკი 15+

მოემზადეთ რობოტების დაუვიწყარი შერკინებისთვის! 🔥 დიდხნიანი მოლოდინი დასრულდა - რობოტების ბრძოლა ბრუნდება და ისინი რეალურ არენაზე შეერკინებიან ერთმანეთს! საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ნოემბერში, თბილისში, გაიმართება წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტექნოლოგიური მოვლენა - საქართველოს რობოტების ბრძოლის ჩემპიონატი | Robo Battle 2026 შეარჩიე შენი წონითი კატეგორია და ააწყე საბრძოლო რობოტი საკუთარი დიზაინით: • Antweight – 500 g (Pilot) • Beetleweight – 1.5 kg • Hobbyweight – 5.4 kg • Featherweight – 13.6 kg • Lightweight – 27 kg (Pilot)

სასკოლო კონკურსიდასრულებული

STEAM პროექტების კონკურსი სკოლებისთვის

უფასოადგილზე2–5 წევრიასაკი 12+

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია საჯარო და კერძო სკოლებისთვის აცხადებს მიღებას STEAM პროექტების კონკურსზე, რომელიც გაიმართება 20 ივნისს თბილისში, რადიოქალაქში

თბილისი, რადიო ქალაქი-Radio City | District 4