შესავალი
2026 წლის 31 იანვარს Terminal-ში საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებით Community Meetup გაიმართა: ვისაუბრეთ ასოციაციის ხედვაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და საზოგადოების როლზე საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში.

შეხვედრა საზოგადოებასთან
2026 წლის 31 იანვარს საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით Terminal-ში Community Meetup წარმატებით გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ასოციაციის ხედვაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან როლზე საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებაში. დიდი მადლობა ყველას დასწრებისა და აქტიური ჩართულობისთვის!
2026 წლის გეგმები
2026 წელს დიდი გეგმებით დავბრუნდით, და წლის განმავლობაში ბევრი მათგანი უკვე განხორციელდა:
- საქართველოს რობოტიკის ასოციაცია International Federation of Robotics-ის (IFR) ოფიციალური წევრი გახდა;
- 20 ივნისს გაიმართა საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026;
- 24 მაისს — ასოციაციის მორიგი შეხვედრა;
- წინ არის ROBO BATTLE 2026 — პირველად საერთაშორისო ფორმატით.
ყველა ჩემპიონატი წლების მიხედვით — GRA-ს ისტორიაში.
მადლობა
განსაკუთრებული მადლობა Terminal-ს მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის.




