ყველა ღონისძიებადასრულებული
ფესტივალი

საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026

LOVE · STEAM · ROBOTS

უფასოადგილზე
საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026
აღწერა

ღონისძიების შესახებ

LOVE · STEAM · ROBOTS

20 ივნისს, რადიოქალაქში (District 4), საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით გაიმართება საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026 - ერთდღიანი ტექნოლოგიური ფესტივალი, რომელიც გააერთიანებს მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა ინჟინრებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ვიზიტორებს.

ღონისძიების მიზანია STEAM განათლების, რობოტიკის, ინჟინერიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების წახალისება ინოვაციური იდეების შექმნისკენ და მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა.

მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ჩემპიონატებს, დაათვალიერონ ტექნოლოგიური პროექტები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობასა და ვორქშოფში, შეხვდნენ ახალგაზრდა გამომგონებლებს, ინჟინრებსა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს.

ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება

  • -საქართველოს რობოტიკის ჩემპიონატი SUMO და Line Follower კატეგორიებში
  • -სასკოლო რობოტიკის ჩემპიონატი
  • -STEAM პროექტების კონკურსი სკოლებისთვის
  • -RC მანქანების ჩემპიონატი

ღონისძიების სივრცეები და აქტივობები

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გამოცდილების ზონები და აქტივობები:

-Gaming სივრცე

  • -სამაგიდო თამაშების სივრცე
  • -RC მანქანების სივრცე
  • -დრონების საფრენი სივრცე
  • -Battle Bot მინი საბრძოლო არენა
  • -პირველადი დახმარების პრაქტიკული სივრცე
  • -ტექნოლოგიური ვორქშოფები და მასტერკლასები
  • -ტექნოლოგიური დემონსტრაციები
  • -გათამაშებები, ქვიზები და ინტერაქტიული აქტივობები
  • -კვებისა და დასვენების სივრცე
  • -პარტნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციების საგამოფენო სტენდები

რატომ უნდა დაესწროთ?

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ

-დაათვალიერონ მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მიერ შექმნილი ტექნოლოგიური პროექტები
-უყურონ რობოტებისა და RC მანქანების შეჯიბრებებს
-შეხვდნენ ინჟინრებს, მენტორებსა და გამომგონებლებს
-ჩაერთონ ვორქშოფებსა და პრაქტიკულ აქტივობებში
-გამოსცადონ სხვადასხვა ტექნოლოგია საკუთარი ხელით
-მიიღონ მონაწილეობა გათამაშებებსა და ინტერაქტიულ აქტივობებში
-გაატარონ საინტერესო დღე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროში

დასწრება

📅 20 ივნისი, 2026

🕚 11:00 – 18:00

  • 📍 რადიოქალაქი (District 4)
  • ბარბარე ბაირამაშვილის N3, თბილისი

🎟️ ღონისძიებაზე დასწრება სრულიად უფასოა.

დასწრებისთვის გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

ერთი დღე • ასობით მონაწილე • ათასობით ვიზიტორი • ტექნოლოგიები • რობოტები • ინოვაციები

აქტივობები

სხვა აქტივობები

ყველა აქტივობა
შეხვედრადასრულებული

საქართველოს რობოტიკის ასოციაციის შეხვედრა

უფასოადგილზეასაკი 14+

შემოუერთდით საქართველოს რობოტიკის ასოციაციის შეხვედრას 24 მაისს Terminal-ში. შეხვედრის ფარგლებში მოწვეული სტუმარი იქნება ნიკა ალავიძე - კომპანია Nasolutions-ის დამფუძნებელი, რომელიც ისაუბრებს ინჟინერიასა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე. ასევე შეხვდებით კომპანია Koober Coders-ს, გავაზიარებთ ინფორმაციას 20 ივნისის რობოტიკის შეჯიბრებისა და ტექნოლოგიური ღონისძიებების შესახებ და შეხვედრის ბოლოს გაიმართება კითხვა-პასუხის სესია რობოტიკის ქომუნითისთან.

Terminal • ტერმინალი, ირაკლი აბაშიძის 34,36, თბილისი
რობოტების შეჯიბრირეგისტრაცია ღიაა

ROBO BATTLE 2026 | საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი

ფასიანიადგილზე2–5 წევრიასაკი 15+

მოემზადეთ რობოტების დაუვიწყარი შერკინებისთვის! 🔥 დიდხნიანი მოლოდინი დასრულდა - რობოტების ბრძოლა ბრუნდება და ისინი რეალურ არენაზე შეერკინებიან ერთმანეთს! საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ნოემბერში, თბილისში, გაიმართება წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტექნოლოგიური მოვლენა - საქართველოს რობოტების ბრძოლის ჩემპიონატი | Robo Battle 2026 შეარჩიე შენი წონითი კატეგორია და ააწყე საბრძოლო რობოტი საკუთარი დიზაინით: • Antweight – 500 g (Pilot) • Beetleweight – 1.5 kg • Hobbyweight – 5.4 kg • Featherweight – 13.6 kg • Lightweight – 27 kg (Pilot)

სასკოლო კონკურსიდასრულებული

STEAM პროექტების კონკურსი სკოლებისთვის

უფასოადგილზე2–5 წევრიასაკი 12+

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია საჯარო და კერძო სკოლებისთვის აცხადებს მიღებას STEAM პროექტების კონკურსზე, რომელიც გაიმართება 20 ივნისს თბილისში, რადიოქალაქში

თბილისი, რადიო ქალაქი-Radio City | District 4