წევრობა
IFR-ის შესახებ
IFR წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას რობოტიკის სფეროში, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა და აერთიანებს რობოტიკის ინდუსტრიას, ეროვნული ასოციაციებს, კვლევით ინსტიტუტებსა და ტექნოლოგიურ ორგანიზაციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
IFR-ის მთავარი მიზანია:
- რობოტიკისა და ავტომატიზაციის განვითარება;
- საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება;
- ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა;
- რობოტიკის სფეროში ცნობადობის გაზრდა;
- საზოგადოებისათვის ტექნოლოგიების პოზიტიური გავლენის წარმოჩენა
საქართველოს რობოტიკის ასოციაციისთვის IFR-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს რობოტიკის ეკოსისტემის საერთაშორისო ინტეგრაციას, საერთაშორისო პარტნიორობებს, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე ახალი შესაძლებლობების შექმნას ქართველი ინჟინრებისთვის, სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვისა და ტექნოლოგიური საზოგადოებისათვის.
მადლობას ვუხდით IFR-ის გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.


