RoboChallenge 2026: RageByte ლაინფოლოვერის საუკეთესო ათეულშია
ყველა სტატია

RoboChallenge 2026: RageByte ლაინფოლოვერის საუკეთესო ათეულშია

RoboChallenge 2026: საქართველოს ნაკრების გუნდებმა RageByte-მა და კავთაზმა ლაინფოლოვერის ორ კატეგორიაში იასპარეზეს — RageByte 2 83 რობოტიდან მე-10 გახდა.

საქართველოს რობოტი საუკეთესო ათეულში

RoboChallenge 2026-ზე, ბუქარესტში (რუმინეთი), საქართველოს რობოტიკის ნაკრების ორმა გუნდმა — RageByte-მა და კავთაზმა (Kavtazi) — ლაინფოლოვერის ორ კატეგორიაში იასპარეზა. ლაინფოლოვერმა (ხაზზე მავალმა რობოტმა) ტრასა ხაზის ზუსტი მიყოლით, უმოკლეს დროში უნდა გაიაროს.

ყველაზე დიდი წარმატება: კლასიკურ Line Follower-ში RageByte 2-მა 12 ქვეყნის 83 რობოტიდან მე-10 ადგილი დაიკავა — საქართველოს რობოტი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი რობოტიკის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულშია!

კლასიკური Line Follower — 83 რობოტი

  • RageByte 2 (RageByte) — მე-10 ადგილი, დრო: 4.628 წამი;
  • Kavtazi (კავთაზი) — მე-13 ადგილი, დრო: 5.606 წამი.

ტრასაზე დრო 83 რობოტიდან მხოლოდ 35-ს ჩაეწერა — საქართველოს ორივე რობოტი მათ შორისაა, ცხრილის ზედა ნაწილში. კატეგორიაში მექსიკური გუნდის EXOTIC-ის რობოტმა NEON 01-მა გაიმარჯვა (2.668 წამი).

Line Follower Turbo — 54 რობოტი

  • RageByte 3 (RageByte) — მე-11 ადგილი, დრო: 4.465 წამი;
  • Kavtazi2 (კავთაზი) — მე-17 ადგილი, დრო: 6.270 წამი.

ტურბოში 10 ქვეყნის 54 რობოტი ასპარეზობდა და დრო მხოლოდ 20-ს ჩაეწერა — საქართველოს ორივე რობოტმა ტრასა შედეგით გაიარა. აქაც მექსიკურმა NEON 01-მა გაიმარჯვა (2.955 წამი).

გუნდები

დაფიქსირებული დროები ძალიან კარგია! კლასიკურ ლაინფოლოვერში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 83 რობოტს შორის მე-10 და მე-13 ადგილების დაკავება შევძელით. საერთო შედეგების გათვალისწინებით, ეს ჩვენი გუნდებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა!

მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებს გავაანალიზებთ და გავაგრძელებთ მუშაობას სისწრაფის, სიზუსტისა და სტაბილურობის გაუმჯობესებაზე, რათა მომდევნო საერთაშორისო შეჯიბრებებზე კიდევ უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ!

RageByte: დაჩი ნაზრიშვილი, ეთო ჩახვაშვილი, მიშო კალანდარიშვილი და ნინი გოცაძე. RageByte მეგა სუმოშიც ასპარეზობდა და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა — სუმოს შედეგები.

კავთაზი: რატი გოგიჩაშვილი და ნინო მეშველიანი.

როგორ იქმნება ასეთი რობოტი და როგორ ფასდება შეჯიბრზე, ნახეთ ჩვენს გზამკვლევებში: ხაზზე მავალი რობოტის აწყობა ნაბიჯ-ნაბიჯ და ხაზზე მავალი რობოტის წესები.

მადლობა მონაწილეებს და მხარდამჭერებს

მადლობა მონაწილეებს შრომის, მონდომებისა და საქართველოს სახელით ასპარეზობისთვის!

მთავარი მხარდამჭერები: საქართველოს უნივერსიტეტი და თეგეტა რობოტიქსი (Tegeta Robotics).

მხარდამჭერები: არტე (Arte), იალონიქსი (Ialonix), ენერგოეფექტურობის ცენტრი (EEC Georgia) და თბილისის ციფრული სკოლა (Tbilisi Digital School).

მადლობა თითოეულ შემომწირველსა და გულშემატკივარს! თქვენი მხარდაჭერით ჩვენმა გუნდებმა საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარდგენა შეძლეს!

ოფიციალური შედეგები ჩემპიონატის საიტზეა: კლასიკური Line Follower და Line Follower Turbo.

ბლოგი

სხვა სტატიები

ყველა სტატია