სასკოლო რობოტიკა Sportsfest-ზე
2023 წლის 16 ივლისს საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით, Sportsfest-ის ფარგლებში, რობოტების სასკოლო შეჯიბრი გაიმართა. ეს იყო 2022 წლის პირველი სასკოლო შეჯიბრის გაგრძელება — და კიდევ უფრო დიდი მასშტაბით.
შეჯიბრში 85 სკოლის 600 მოსწავლე მონაწილეობდა — ეს ჩვენი იმდროინდელი ყველაზე დიდი სასკოლო შეჯიბრი იყო.
სამი კატეგორია
შეჯიბრი სამი კატეგორიისგან შედგებოდა:
- სწორ ხაზზე სვლა — სისწრაფე და სტაბილურობა;
- ზიგზაგი — შავი ხაზის მიყოლა სენსორებით, ისე, რომ რობოტმა არც ერთი მონაკვეთი არ გამოტოვოს;
- ლაბირინთი — გასასვლელის პოვნა რაც შეიძლება სწრაფად.
სამივე კატეგორიის შეჯამებით გამოვლინდა საუკეთესო შედეგების მქონე სამი სკოლა, რომლებიც დაჯილდოვდნენ.
ვიდეო და რა მოჰყვა
შეჯიბრის ვიდეო იხილეთ ჩვენს Facebook გვერდზე.
2024 წელს სასკოლო რობოტები და SUMO ორდღიან რობო-ფესტივალზე შეხვდნენ ერთმანეთს. მიმდინარე სასკოლო შეჯიბრი — სასკოლო რობოტების შეჯიბრება; ყველა ჩემპიონატი წლების მიხედვით — GRA-ს ისტორიაში.




