აღწერაშეჯიბრის შესახებ
საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით 2026 წლის 20 ივნისს საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-7-მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის გაიმართება სასკოლო რობოტების შეჯიბრება 2026.
შეჯიბრება ჩატარდება ორი მიმართულებით
- -ზიგზაგზე მოძრაობა
- -ლაბირინთში მოძრაობა
რობოტების სასკოლო შეჯიბრებაში მონაწილეობის პირობები
- შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლას, რომელსაც სურს მონაწილეობა და აქვს შესაბამისი რობოტის აღჭურვილობა;
- შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ტიპის რობოტი, რომელიც შეძლებს მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრის ორივე ნაწილში;
- გასათვალისწინებელია, რომ ყველა დავალებას რობოტი უნდა ასრულებდეს დამოუკიდებლად პროგრამული კოდის გამოყენებით. დაუშვებელია შეჯიბრების დროს მონაწილემ რობოტი დისტანციურად მართოს;
- სკოლამ უნდა წარმოადგინოს მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელშიც მოსწავლეების მინიმალური რაოდენობა იქნება 2, ხოლო მაქსიმალური – 5;
- სასკოლო გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს მე-7 - მე-12 კლასების მოსწავლეებით;
- სკოლას შეუძლია შეჯიბრებისთვის რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება;
მონაწილეობის პირობები
პროექტში მონაწილეობა სკოლებისთვის უფასოა, თუმცა პროექტი არ ფარავს მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯებს ღონისძიების ადგილამდე და უკან.
- დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კატეგორიების წესები ბმულებზე:
- -ზიგზაგზე მოძრაობა - წესები
თითოეული გუნდის მიერ წარმოდგენილმა რობოტმა უნდა დაფაროს ყველა კატეგორია. იმ შემთხვევაში თუ 2 კატეგორიიდან (ზიგზაგზე მოძრაობა, ლაბირინთში მოძრაობა), რომელიმე მათგანს გამოტოვებს რობოტი, მაშინ გუნდს დისკვალიფიკაცია მიენიჭება.
სასკოლო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საიტზე რეგისტრაციასთან ერთად საჭიროა დაინტერესებულმა სასკოლო გუნდებმა რეგისტრაცია გაიარონ, არაუგვიანეს 5 ივნისისა: სარეგისტრაციო ფორმა .
განაცხადი ივსება სკოლის სახელით, გუნდის წევრებისა და ხელმძღვანელის მითითებით.
სააპლიკაციო ფორმების გადარჩევის შემდეგ რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ საინფორმაციო მეილს და საბოლოო დასტურის შემდეგ მოემზადებიან შეჯიბრების დღისთვის.
- 📍ღონისძიების ადგილმდებარეობა: თბილისი, რადიოქალაქი
- 📆 ჩატარების თარიღი: 20 ივნისი
- 📩 დამატებითი ინფორმაციისთვის: info@gra.ge