შესავალი
2026 წლის 20 ივნისს, Radio City | District 4-ში, საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებით საქართველოს რობოტიკის ჩემპიონატი გაიმართა Mini SUMO, Mega SUMO და Line Follower კატეგორიებში. გამარჯვებულებს საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე, რუმინეთში მონაწილეობის შესაძლებლობა ელოდათ.

ჩემპიონატი ავტონომიური რობოტებისთვის
2026 წლის 20 ივნისს საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით, საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატის ფარგლებში, თბილისში, Radio City | District 4-ში საქართველოს რობოტიკის ჩემპიონატი გაიმართა SUMO და Line Follower კატეგორიებში.
ჩემპიონატის მიზანი იყო მთელი საქართველოდან გაეერთიანებინა ინოვატორები, ინჟინრები და რობოტიკით დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც საკუთარი დიზაინითა და ცოდნით ქმნიან დამოუკიდებლად მოქმედ რობოტებს. მონაწილეობა შეეძლო 14 წლიდან ნებისმიერ დაინტერესებულს, სასკოლო გუნდებსაც; გუნდში 2–5 წევრი იყო. ყველა დავალებას რობოტი თავად, საკუთარი პროგრამით ასრულებდა — დისტანციური მართვა დაუშვებელი იყო.
კატეგორიები
- Mini SUMO — 0,5 კგ-მდე რობოტები, რომლებიც 10×10 სმ ზომის ყუთში ეტევა;
- Mega SUMO — 0,5–3 კგ რობოტები, რომლებიც 20×20 სმ ზომის ყუთში ეტევა;
- Line Follower Classic — 3 კგ-მდე რობოტები, რომლებიც 30×30 სმ ზომის ყუთში ეტევა.
გუნდს ერთზე მეტ კატეგორიაშიც შეეძლო მონაწილეობა. SUMO-ში ორი ავტონომიური რობოტი ერთმანეთის რინგიდან გაძევებას ცდილობს, Line Follower-ში კი რობოტი ხაზს რაც შეიძლება სწრაფად და ზუსტად მიჰყვება. დაწვრილებით — ჩვენს SUMO გზამკვლევში და სასკოლო რობოტიკის გზამკვლევში.
გზა ევროპისკენ
ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღონ ევროპის SUMO და Line Follower რობოტიკის ჩემპიონატზე რუმინეთში — SUMO და Line Follower კატეგორიების გამარჯვებულმა სამმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების უფლება მოიპოვა. ასოციაციისთვის ადგილობრივი ჩემპიონატები ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
შემდეგი ჩემპიონატი და რეგისტრაცია: SUMO და Line Follower. ასოციაციის ყველა ჩემპიონატი — GRA-ს ისტორიაში.
პარტნიორები
საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატის პარტნიორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, IT Academy Step Georgia, RC კახა (Kakhas RC), სამაგიდო თამაშების გილდია, თამაშობანა, პირველადი დახმარების ცენტრი, სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია და დრონების სკოლა. მადლობა ყველა მონაწილეს, მენტორს, ჟიურისა და მოხალისეს!




