ყველა შეჯიბრიდასრულებული
რობოტების შეჯიბრი

საქართველოს რობოტიკის ჩემპიონატი Sumo და Line Follower კატეგორიაში

საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით 2026 წლის 20 ივნისს გაიმართება საქართველოს რობოტიკის ჩემპიონატი Sumo და Line Follower კატეგორიებში.

უფასოადგილზე2–5 წევრიასაკი 14+
საქართველოს რობოტიკის  ჩემპიონატი  Sumo და Line Follower კატეგორიაში
აღწერა

შეჯიბრის შესახებ

საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით 2026 წლის 20 ივნისს გაიმართება საქართველოს რობოტიკის ჩემპიონატი Sumo და Line Follower კატეგორიებში.

გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღონ ევროპაში, რუმინეთში მიმდინარე Sumo და Line Follower რობოტიკის ჩემპიონატზე.

ღონისძიების მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით გააერთიანოს ინოვატორები, ინჟინრები, ტექნოლოგიებითა და რობოტიკით დაინტერესებული პირები, რომლებიც საკუთარი დიზაინითა და ტექნიკური ცოდნით შექმნიან დამოუკიდებლად მოქმედ რობოტებს და შეეჯიბრებიან ერთმანეთს სხვადასხვა კატეგორიაში.

შეჯიბრებაში მონაწილეობის პირობები

  • შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლია 14 წელს ზემოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს მონაწილეობა და აქვს შესაბამისი აღჭურვილობა. შეჯიბრებაზე დაიშვება სასკოლო გუნდებიც
  • გასათვალისწინებელია, რომ ყველა დავალებას რობოტი უნდა ასრულებდეს დამოუკიდებლად პროგრამული კოდის გამოყენებით. დაუშვებელია შეჯიბრების დროს მონაწილემ რობოტი დისტანციურად მართოს

SUMO რობოტის სპეციფიკაციები

  • Mini SUMO: 0,5 კგ-მდე რობოტები, რომლებიც ჩაეტევიან 10x10 სმ ზომის ყუთში
  • Mega SUMO: 0,5-დან 3 კგ-მდე რობოტები, რომლებიც ჩაეტევიან 20x20სმ ზომის ყუთში

Line Follower რობოტის სპეციფიკაციები

  • 3 კგ-მდე რობოტები, რომლებიც ჩაეტევიან 30 x 30 სმ ზომის ყუთში

ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2, მაქსიმალური კი 5 პირია. შესაძლებელია გუნდმა ერთზე მეტ წონით კატეგორიაში მიიღოს მონაწილეობა, შესაბამისი წესების დაცვით.

გუნდის წევრები პასუხისმგებლები იქნებიან საკუთარი რესურსებით შექმნან SUMO და Line follower რობოტები და მოემზადონ ფინალური დღისთვის.

რეგისტრაციამდე საჭირო იქნება დაინტერესებული პირები გაეცნონ მონაწილეობისა და თითოეული კატეგორიის წესებს:

მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოს არა უგვიანეს 2026 წლის 25 მაისისა

ღონისძიება გაიმართება თბილისში,რადიო ქალაქში-Radio City | District 4: რუკაზე ნახვა
📩 დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მეილზე: info@gra.ge

დოკუმენტები

მონაწილეობის მოთხოვნები

PDF

ჩამოტვირთვა
შეფასების კრიტერიუმები

PDF

ჩამოტვირთვა
აქტივობები

სხვა აქტივობები

ყველა აქტივობა
რობოტების შეჯიბრირეგისტრაცია ღიაა

ROBO BATTLE 2026 | საქართველოს საბრძოლო რობოტების ჩემპიონატი

ფასიანიადგილზე2–5 წევრიასაკი 15+

მოემზადეთ რობოტების დაუვიწყარი შერკინებისთვის! 🔥 დიდხნიანი მოლოდინი დასრულდა - რობოტების ბრძოლა ბრუნდება და ისინი რეალურ არენაზე შეერკინებიან ერთმანეთს! საქართველოს რობოტიკის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ნოემბერში, თბილისში, გაიმართება წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტექნოლოგიური მოვლენა - საქართველოს რობოტების ბრძოლის ჩემპიონატი | Robo Battle 2026 შეარჩიე შენი წონითი კატეგორია და ააწყე საბრძოლო რობოტი საკუთარი დიზაინით: • Antweight – 500 g (Pilot) • Beetleweight – 1.5 kg • Hobbyweight – 5.4 kg • Featherweight – 13.6 kg • Lightweight – 27 kg (Pilot)

სასკოლო კონკურსიდასრულებული

STEAM პროექტების კონკურსი სკოლებისთვის

უფასოადგილზე2–5 წევრიასაკი 12+

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია საჯარო და კერძო სკოლებისთვის აცხადებს მიღებას STEAM პროექტების კონკურსზე, რომელიც გაიმართება 20 ივნისს თბილისში, რადიოქალაქში

თბილისი, რადიო ქალაქი-Radio City | District 4
RC მანქანების შეჯიბრიდასრულებული

RC მანქანების ჩემპიონატი 2026

უფასოადგილზეინდივიდუალურიასაკი 7+

საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA) და Kakhas RC საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატის ფარგლებში წარმოგიდგენთ RC მანქანების ჩემპიონატს - რადიო-კონტროლირებადი (RC) მანქანების რბოლას, რომელიც 20 ივნისს, თბილისში, რადიოქალაქში გაიმართება.

თბილისი, რადიოქალაქი, District 4